Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=658200&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.

სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებისა და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე.
იდეალური ადგილია ძველი თბილისის სულის შესაგრძნობად.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

სასტუმრო "ხედი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანსიაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, (ავლაბარი)
გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 სთ.

მოვალეობები:

** სტუმრების და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმროში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით;
** უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი;
** სასტუმროს ტერიტორიების პერიოდული მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა;
** უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება;
** აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** სასტუმრო სფეროში და/ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: hr@khedihotel.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "უსაფრთხოების თანამშრომელი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია