Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=658157&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: XS სათამაშოები
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში დაორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სხვადასხვა არხების (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, Tiktok) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** ეფექტური ინტერაქციული ონლაინ კავშირის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება;
** მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
** ციფრული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა;
** Youtobe channel-ის მართვა და შესაბამისი კონტენტის მომზადება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** სოციალური მედიის მენეჯერის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics)

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მქონე.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სოციალური მედიის მენეჯერი). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია