Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=658120&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია შპს "CONSTRUCTION SERVICE" აცხადებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (შაბათი ნახევარი დღე)
სამუშაო ადგილი: რუსთავი/ობიექტები
ანაზღაურება: 2500-4500 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

რას გთავაზობთ:

** თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები;
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა;
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში გამოცდილებას);
** MS Office-ის ოპერირების კარგი ცოდნა აუცილებელია.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე სამშენებლო ობიექტსა და საწარმოში შესაბამისი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო ქცევის სტანდარტების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი;
** ობიექტის რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარული ორგანიზება და ჩატარება, თანამშრომლების ცოდნის შემოწმება ტესტირებით, სიმულაციებითა და სხვა მეთოდებით;
** დროებითი სამუშაოების საფრთხეების და რისკების კონტროლი;
** ახალი თანამშრომლების პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა და მათი უსაფრთხოების აღქმის გაზრდა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: jobs@cs.ge. მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

დაგვიკავშირდით: 577 078 883

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია