დასახელება:
მთავარი კონსტრუქტორი
|
მომწოდებელი:
გრავიტა
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://gravita.ge/
"გრავიტას" გუნდში მთავარ კონსტრუქტორს ვეძებთ.
მდებარეობა: თეგეტა (გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ)
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** "თეგეტა ჰოლდინგის" მასშტაბით თანამშრომელთათვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე
** Fitpass
ფუნქცია-მოვალეობები:
** კონსტრუქციული გათვლების წარმოება;
** პროექტის მუშა ნახაზების დამუშავება და მომზადება კონსტრუქციული კუთხით;
** მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ამოღება/დამუშავება კონსტრუქციული კუთხით;
** მასალებისა და დამხმარე საშუალებების სპეციფიკების დამუშავება და მათ შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** შესყიდვების განყოფილებისთვის შეთანხმებული მასალების შესახებ ინფორმაციის გადაცემა;
** მიღებული მასალების შესაბამისობის კონტროლი დადგენილ მოთხოვნებთან/ ნორმატივებთან;
** კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა;
** ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებისთვის მუშა ნახაზების და სამუშაო მასალების მოცულობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა.
** კომპანიაში შემოსული საპროექტო წინადადებების კონსტრუქციული კუთხით განხილვა, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების გაწევა, მათ შორის რეკომენდაციების გაცემა;
** შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან შუალედური/საბოლოო პროექტის წარდგენა კონსტრუქციული კუთხით;
** კანონმდებლობით და უშუალო ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
** დაქვემდებარებული გუნდის ეფექტური მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (autocad, lira);
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო განხრით;
** ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე: https://gravita.onday.ge/vacancy-list/apply/97e06246fcb9379ec81b4f049e56729149e7d077
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|