Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=658049&print=yes&view=jobs
 
საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
ბენე კომფორტი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი.

კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე
საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო
ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

ბენე კომფორტი აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** საერთო სარგებლობის ფართების სისუფთავის უზრუნველყოფაზე მუდმივი მონიტორინგი;
** ლიფტების გამართულად ფუნქციონირებაზე მუდმივი მონიტორინგი;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გადაჭრის გზების მოძიება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
** ანაზღაურება - 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი - თბილისი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პინქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია