Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=657915&print=yes&view=jobs
 
საუზმის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო მეფე გორგასალი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"სასტუმრო მეფე გორგასალი" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ამზადებს ყველა შეკვეთას სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების დროულ შეკვეთას მომწოდებლებთან, დახარისხებასა და შენახვას (ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერებით);
** ამოწმებს თითოეული კერძის ხარისხს, პორციას, პრეზენტაბელურობას და ტემპერატურას სამზარეულოდან გატანამდე;
** ზედმიწევნით იცავს კომპანიაში დაწესებულ შრომისა და ჰიგიენის, HACCP-ის სტანდარტებს.

საჭირო უნარები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

** კონკურენტულუნარიან ხელფასს
** გრაფიკი 5/2.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: hotel@kinggorgasali.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "საუზმის მზარეული".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია