Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=657892&print=yes&view=jobs
 
ღია კონკურსი ლოგოს რებრენდინგზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღია კონკურსი ლოგოს რებრენდინგზე
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 657892_logos_3088764.zip
შპს "AWARD" აცხადებს ღია კონკურსს ლოგოს რებრენდინგზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

რატომ ვაცხადებთ კონკურსს ლოგოს რებრენდინგზე?

ჩვენი მიზანია კომპანიის იდენტობის განახლება ისე, რომ შენარჩუნდეს არსებული ლოგოს ძირითადი კონცეფცია და სტილი. ახალი ლოგო უნდა შეიქმნას არსებული ვერსიების საფუძველზე, თუმცა დიზაინს უნდა დაემატოს თანამედროვე, ეფექტური და გამორჩეული ვიზუალი.

ლოგო უნდა იყოს ადაპტირებული სხვადასხვა მედიაპლატფორმისთვის — როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სივრცისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

** პროფესიონალ და დამწყებ გრაფიკულ დიზაინერებს.
** დიზაინ სტუდიებს და ბრენდინგის სააგენტოებს.

მოთხოვნები:

წარმოგვიდგინეთ უკვე შექმნილი და დასრულებული ლოგოს დიზაინი განახლებული ვერსიით.

უნდა წარმოგვიდგინოთ მინიმუმ შემდეგი ვერსიები:

** ფერადი ვერსია
** შავ-თეთრი ვერსია
** მცირე და დიდი ფორმატისთვის ადაპტირებული ვერსიები
** ფაილის ფორმატები: PNG და PDF

დიზაინთან ერთად უნდა მოგვაწოდოთ მოკლე განმარტება თუ რა არის შენარჩუნებული ძველი ლოგოდან და რა არის განახლებული.

შეფასების კრიტერიუმები:

** არსებული ლოგოს იდენტობის შენარჩუნება.
** დიზაინის თანამედროვეობა და ესთეტიკა.
** ადაპტირებადობა სხვადასხვა პლატფორმაზე.
** ტექნიკური სისწორე და ფაილების ხარისხი.

პრიზი/ჰონორარი:

კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა 3000-4000 ლარის ოდენობის ჰონორარი.

განაცხადის წარდგენის წესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:

** საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია.
** პორტფოლიო (თუ არსებობს).
** განახლებული ლოგოს დიზაინი ზემოთ ჩამოთვლილი ვერსიებით.
** დიზაინის მოკლე განმარტება.

კომპანიის არსებული ლოგოები წარმოდგენილია თანდართული ფაილის სახით:

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 13.09.2025

განცხადების გაგზავნა უნდა განხორციელდეს ელფოსტაზე: hr@award.ge

კომპანიის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/share/16n27iTzB4/?mibextid=wwXIfr
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია