შპს "AWARD" იწვევს კომპანიებს სამომავლო პარტნიორობისთვის.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
მიზანი:
ვიწვევთ კომპანიებს სამომავლო პარტნიორობისთვის შემდეგ მიმართულებებში:
** გზებისა და მოედნების მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები.
** ხიდებისა და სატრანსპორტო გადასასვლელების მშენებლობა.
** გვირაბების მოწყობა და ინჟინრული კომუნიკაციების ჩაშენება.
** მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრე, ელექტრო და საკომუნიკაციო ქსელები)
** სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
** ელექტრომონტაჟი და გარე განათება.
** ბეტონის, მეტალისა და ხის კონსტრუქციები.
** მოპირკეთება (ქვა, კერამიკა, გრანიტი, მარმარილო და სხვა).
** ლანდშაფტური და გამწვანების სამუშაოები.
** საპარკე ფურნიტურის წარმოება და მონტაჟი (სკამები, ურნები, ატრაქციონები, განათების ბოძები).
** რესტავრაცია და სპეციალური სარემონტო სამუშაოები.
** სპორტული მოედნებისა და ატრაქციონების მონტაჟი.
** დეკორატიული და მცირე არქიტექტურული ფორმების დამზადება და მონტაჟი.
** ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა.
მოთხოვნები:
** იურიდიული რეგისტრაცია.
** შესრულებული პროექტების გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო დამწყებთათვის).
** ტექნიკური რესურსებისა და სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობები.
დაინტერესებულმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეთ:
** კომპანიის სახელი და საკონტაქტო პირი.
** სასურველი სამუშაო მიმართულებები.
** გამოცდილებისა და შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა.
** სასურველი ქალაქი ან რეგიონი, სადაც კომპანია სთავაზობს მომსახურებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
|