Робота для біженців з України
ავტო სესხების უმცროსი შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო სესხების უმცროსი შემფასებელი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების უმცროსი შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68;

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. "ემბისი" ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. "ემბისი" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხების განხილვა;
** გირაოს (ავტოსატრანსპორტო საშუალების) შეფასება;
** ავტომობილების ბაზრის, მახასიათებლებისა და ლიკვიდურობის შესწავლა;
** გადაწყვეტილების მიღება დელეგირების ფარგლებში შიდა ინსტრუქციებსა და ერევნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტომობილის მახასიათებლების ცოდნა;
** ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;

უნარები:

** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://www.app.helio-ai.com/apply/mrr6jh7wby08es08?src=jobs.ge და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე