Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=657876&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს მარკეტინგის საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Gastronome Group-ში შემავალი ბრენდების მარკეტინგული კამპანიების (ციფრული, სოციალური მედია, ბეჭდური, ღონისძიებები) პროექტების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვიდან საბოლოო შესრულებამდე.
** სამუშაო დავალებების განაწილება, ვადების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი.
** პროექტების სტატუსის რეგულარული რეპორტინგი მარკეტინგის ოპერაციების ხელმძღვანელთან.
** შიდა პროცესების დახვეწა, სტანდარტების დანერგვა და ეფექტიანობის ზრდა.
** მარკეტინგული კალენდრის, ბიუჯეტისა და რესურსების მართვაში მონაწილეობა.
** ფილიალების მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება.
** აქტიური და უწყვეტი კომუნიკაცია საოპერაციო დეპარტამენტთან, ბრენდ მენეჯერებთან და სხვა დეპარტამენტებთან, რათა მარკეტინგული პროცესები სრულად შეესაბამებოდეს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს.
** მიღებული დავალებებისა და საჭირო ინფორმაციის დროული გადაცემა შესაბამის გუნდებთან (დიზაინერი, ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, კონტენტის შემქმნელი და სხვა).
** ბეჭდვით კომპანიებთან და სხვა მომწოდებლებთან თანამშრომლობა
** მარკეტინგული მასალების წარმოებისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად;
** მარკეტინგული მასალების, კონტენტის და კომუნიკაციების მომზადების კოორდინაცია.
** სარეკლამო და საპრეზენტაციო მასალების შექმნის პროცესის ზედამხედველობა.
** ღონისძიებების, დეგუსტაციების და სხვა აქტივობების ორგანიზება და ოპერაციული მხარდაჭერა.
** დოკუმენტების, ინვოისების კონტროლი, ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების ან ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში .
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან პროექტების მართვის მიმართულებით.
** მაღალი ორგანიზებულობა, სტრატეგიული და ოპერაციული ხედვა.
** ლიდერობის უნარები და გუნდური მუშაობის ეფექტურად მართვის გამოცდილება.
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office, პროექტების მართვის პროგრამები, Canva)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია