Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=657871&print=yes&view=jobs
 
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: BeatForce
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"BeatForce" მარკეტინგული სტარტაპ სააგენტოა და ვეძებთ გუნდის წევრებს ახალი გამოწვევებისა და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

ვეძებთ მრავალფუნქციურ და კრეატიულ პროფესიონალს, რომელიც იმუშავებს კონკრეტული კლიენტების ყოველდღიურ საჭიროებებზე - როგორც კონტენტ კრეატორი, ასევე ღონისძიებების კოორდინატორი. თქვენ იქნებით პირდაპირ ჩართული კლიენტის შიდა და გარე კომუნიკაციების მართვაში, სოც. მედია კონტენტის დაგეგმვასა და შექმნაში, ასევე შიდა ღონისძიებების კოორდინირებაში.

პოზიცია მოითხოვს ვიზუალური თხრობის უნარს, დამოუკიდებელი მუშაობის გამოცდილებას და ორგანიზებულობას ღონისძიებების კოორდინაციის პროცესში.

ამ როლის მიზნები:

** მაქსიმალურად გაზარდოს მომხმარებლის ჩართულობა სოციალურ არხებში;
** შეიმუშაოს სრულყოფილი კონტენტის სტრატეგია, რომელიც გაზრდის პოტენციურ აუდიტორიას და ჩართულობას სოციალურ არხებში;
** მარკეტინგის მენეჯერთან ერთად შექმნას და მართოს კონტენტ კალენდარი;
** გააანალიზოს და მიჰყვეს KPIs სასურველი შედეგების მისაღწევად;
** ჩამოაყალიბოს და შექმნას ლოიალური კავშირები სამიზნე აუდიტორიასთან;
** კოორდინაცია გაუწიოს ღონისძიებებისა და სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობას;

პასუხისმგებლობები:

სოციალური მედიის კონტენტის შექმნა და მართვა:

** დაგეგმოს და განათავსოს კონტენტი სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
** შეიმუშაოს გუნდის სხვა წევრებთან ერთად კონტენტ კალენდარი;
** შექმნას Stories, Reels და სხვა ვიდეო რგოლები და ფოტოები სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
** გადაღებული მასალის დამუშავება და ედიტი სოციალური არხებისთვის (Instagram, Facebook, TikTok და სხვ.);
** კონტენტის ატვირთვა შესაბამის სოციალურ პლატფორმებზე;

შიდა ღონისძიებების კოორდინაცია:

** ღონისძიებების კალენდრის წარმოება და განახლება;
** ღონისძიებების შერწყმა, პრიორიტეტიზაცია და კოორდინაცია შესაბამის პარტნიორებთან და ორგანიზატორებთან;
** ვიზუალური კონტენტის დაგეგმვა და შექმნა ღონისძიებების შესაბამისად.

გუნდთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია:

** მჭიდრო თანამშრომლობა BeatForce-ის მარკეტინგის მენეჯერთან;
** კონტენტ კალენდრის ერთობლივად დაგეგმვა;
** კრეატიული იდეების გენერირება და ინიციატივის გამოჩენა პროექტების გაუმჯობესებისთვის;
** უპასუხოს მომხმარებლებს სოციალურ მედიის პლატფორმებზე, რათა შეინარჩუნოს პოზიტიური ბრენდის იმიჯი;

საჭირო უნარები და კვალიფიკაციები:

** სოციალურ მედიაში, მარკეტინგში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის ტენდენციებისა და პატერნების საფუძვლიანი ცოდნა;
** კლიენტებისთვის კონტენტ კალენდრის შემუშავება;
** Stories, Reels, ვიდეოს და ფოტოს გადაღებისა და დამუშავების გამოცდილება;
** კონტენტის შექმნისა და დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკისა და პროგრამების ცოდნა;
** სოციალური არხებისთვის კონტენტის განთავსება;
** სოციალური მედიის პლატფორმების, როგორიცაა Instagram, Facebook, Linkedin, TikTok და სხვა არხების - Youtube, Google - ცოდნა;
** წერითი კომუნიკაციის უნარები.

სასურველი კვალიფიკაციები:

** სამიზნე აუდიტორიის კვლევის გამოცდილება;
** კონტენტის დამუშავების პროგრამების ცოდნა (Adobe Express, Canva, CapCut და სხვ.);
** დროის ეფექტურად მართვის უნარები;
** თანამშრომლობის უნარი;
** ინტერპერსონალური უნარები;
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი: თუ გატაცებული ხართ ციფრული მარკეტინგით და მზად ხართ გავლენა მოახდინოთ თქვენს გარშემო ადამიანებზე და ბიზნესებზე, ჩვენ სწორედ თქვენ გეძებთ. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ-ფოსტაზე info@innovators.ge-ზე, სათაურით "Content Creator".

მონაცემთა დაცვა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ პოზიციაზე განაცხადის შეტანისას, თქვენ თანხმდებით, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია BeatForce-ში შეინახება ერთი წლის განმავლობაში. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის.

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენი განაცხადის მიღებას და გულითადად გელოდებით BeatForce-ის გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია