დასახელება:
საწყობის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Luca Polare
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** სასიამოვნო, გუნდურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
მის: კაიროს N42 (ავტომუზეუმი)
სამუშაო საათები: 5/2 (09:00-18:00)
ფუნქცია-მოვალეობები:
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი/ პროდუქციის მიღება, გაცემა, შენახვის პროცედურის კონტროლი / სასაწყობე მარაგების კონტროლი;
** საწყობში შემოსული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო პროცესის მართვა Haccp-ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
** სამუშაო პროცესის მართვა Haccp-ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
** პროდუქციის ხარისხის სტანდარტისა და შენახვის ნორმების დაცვა;
** საწყობში არსებულ პროდუქციაზე მონაცემთა ბაზის წარმოება და რეპორტინგის მომზადება ხელმძღვანელთან;
** ავტოპარკის სისუფთავის დაცვა;
** ავტომობილების დოკუმენტაციის წესების დაცვა (პარკინგი, დაზღვევა, საპატრულო ჯარიმები, პერიოდული ტექ. დათვალიერება)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია რომელიმე საცალო კომპანიაში;
** საოფისე პროგრამები (უმაღლესი დონე);
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დროისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@lucapolare.com-ზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "საწყობის მენეჯერის ასისტენტის"-ის პოზიცია.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|