დასახელება:
ექიმი
|
მომწოდებელი:
მწვანე სკოლა
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
"მწვანე სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ექიმის თანამდებობაზე.
სკოლის ექიმის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სკოლის ექიმად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შემდეგ სპეციალობაში:
** პედიატრია
** საოჯახო მედიცინა
** ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაოს აღწერა:
** სკოლის ექიმის ძირითადი მიზანია მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, პრევენციული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, სკოლაში ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგი:
** პერიოდული სამედიცინო გასინჯვები და მონიტორინგი.
** ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეების მდგომარეობის ზედამხედველობა.
** სკოლის სამედიცინო ჟურნალის წარმოება და ვაქცინაციის ჩანაწერების კონტროლი.
პირველადი დახმარება:
** ტრავმების, მოულოდნელი შეუძლოდ ყოფნისა და ალერგიული რეაქციების პირველადი მართვა.
** გადაუდებელ შემთხვევებში მოსწავლის გადაყვანის ორგანიზება და მშობელთან ან გადაუდებელ სამედიცინო სამსახურთან კავშირი.
პროფილაქტიკური ღონისძიებები:
** ჰიგიენური წესების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
** ეპიდსიტუაციის მონიტორინგი (მაგ: გაციება, გრიპი, COVID-19).
** ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესების ხელშეწყობა.
** დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება:
** სამედიცინო ჟურნალის, აღრიცხვების, დასკვნების და რეკომენდაციების სისტემატური დაფიქსირება.
** ანგარიშის მომზადება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის (საჭიროების შემთხვევაში).
აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:
** ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი გადაუდებელ სიტუაციებში;
** ორგანიზებულობა და ზუსტი დოკუმენტაციის წარმოება;
** გუნდური მუშაობის უნარი - ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ერთად;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
განათლება და სერტიფიკაცია:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი (პედიატრია, საოჯახო მედიცინა, ზოგადი პროფილის ექიმი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@greenschool.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|