დასახელება:
ფსიქოლოგი
|
მომწოდებელი:
სიტყვის აკადემია
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
"სიტყვის აკადემიის" საკვირაო სკოლა აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.
"სიტყვის აკადემია" თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა მოზარდებისთვის, რომელიც 7-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას. ჩვენი ახალი პროექტი ემსახურება იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია მათთვის ჯანსაღი ფსიქო-სოციალური ზრდისა და პიროვნული განვითარებისთვის.
ჩვენს შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://wordacademy.ge/
სამუშაოს მდებარეობა:
** სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" (საბურთალო, 26 მაისის მოედანი N1)
** სასტუმრო "პარაგრაფი თბილისი" (თავისუფლების მოედანი, გუდიაშვილის ქ. N2)
** სასტუმრო "ჰილტონი" (ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი, N64ა)
სამუშაო განაკვეთი:
** შაბათი/კვირა, ნახევარი განაკვეთი
** შეხვედრების სიხშირე - თვეში რამდენიმე სესია (შეთანხმებით)
** ანაზღაურება - საათობრივი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** 7-17 წლამდე მოზარდებისთვის, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ფსიქოლოგიური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბავშვთა ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, საკვირაო სკოლის შეხვედრების ფარგლებში;
** ჯგუფური არაფორმალური შეხვედრების ორგანიზება, საჭიროებისამებრ;
** ბავშვების ქცევასა და განვითარებაზე დაკვირვება, რეკომენდაციების მიწოდება გუნდისთვის და მშობლებისათვის;
** თანამშრომლობა პედაგოგებთან, ადმინისტრაციასთან და მშობლებთან;
** მოზარდების ადაპტაციის პროცესში მხარდაჭერა;
** ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მოზარდებისთვის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, ემოციურ სიმშვიდესა და კომფორტს აქტივობების მიმდინარეობისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის სფეროში;
** ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ქართულ ენაზე);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
რას გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კრეატიულ, თავისუფალ და საინტერესო სამუშაო გარემოს, სადაც მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიული ხედვა;
** აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო პროცესების ფორმირებაში;
** მოზარდებთან ღირებულ და შემოქმედებით ურთიერთობებში ჩართულობას;
** ფსიქოლოგიური ინტერვენციების პრაქტიკულ, ინოვაციურ სივრცეში განხორციელების შესაძლებლობას;
** შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეში — მოზარდების ემოციურ განვითარებასა და თვითშემეცნებაში მხარდაჭერის გზით.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: info@wordacademy.ge
Subject-ში მიუთითეთ: ფსიქოლოგის ვაკანსია — "სიტყვის აკადემიის" საკვირაო სკოლა
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 სექტემბერი, 2025 წ.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
შენიშვნა: თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "სიტყვის აკადემიის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|