Робота для біженців з України
შემომყვანი ტურების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემომყვანი ტურების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Your Point
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
ტურისტული კომპანია "Your Point" აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ერთად გავხადოთ მოგზაურობა დაუვიწყარი და სასიამოვნო ჩვენი სტუმრისთვის.

ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ შემომყვანი ტურების გაყიდვების მენეჯერს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი); 11:00 - 15:00 (შაბათი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის N4ა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შემუშავება პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებით;
** ტურის კოორდინაცია, პროცესის მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე;
** ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და დეტალური კომუნიკაცია მომწოდებლებთან — სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები და სხვა პარტნიორები;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** მიღებული მოთხოვნების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
** ტურის მსვლელობისას სერვისის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;
** შემოსული მომართვიანობის დამუშავება და სტუმართა საჭიროების დადგენა, შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სრული/არასრული ტურიზმის, მენეჯმენტის ან მსგავსი პროფილის მიმართულებით;
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უცხო ენების ფლობა სასაუბრო დონეზე (რუსული/ინგლისური);
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები (ექსელის ცოდნა)
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხიმგელიანობა;
** სიახლეების სწრაფი მიღების და ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qbq.info@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "შემომყვანი ტურის გაყიდვების მენეჯერი".

ვაკანსიის მიღების ბოლო ვადა 25/08/2025

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე