დასახელება:
მელიორაციის სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
ამ პოზიციის მიზანია მიწის მელიორაციის სამუშაოების მეთვალყურეობა, დაგეგმვა და კოორდინაცია, ამ საქმიანობით დაკავებული პერსონალის მუშაობის ხელმძღვანელობით.
პოზიციის დასახელება: მელიორაციის სამსახურის უფროსი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. მცხეთა, სოფელი ნიჩნისი
განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნუშის ბაღების საირიგაციო სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და პროცესების სისტემატიზაცია
** სარწყავი რეჟიმების განსაზღვრა და დაგეგმვა, სისტემების რეგულირება და შეკეთება, რათა მოხდეს მისი გამართულად მუშაობა და წყლის სწორი მოცულობით მიწოდება
** მელიორაციის სპეციალისტთა გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის წევრებისთვის მითითებების მიცემა, მათი შესრულებული საქმის მონიტორინგი და შეფასება
** მელიორაციის სპეციალისტთა ცვლების ეფექტური დაგეგმვა და მართვა
** საავარიო აქტივობების ორგანიზება და ჩატარება
** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:
** პროფესიული განათლება ან 3-4 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს როლზე
** ირიგაციის სისტემებისა და უსაფრთხოების პროცედურების კარგი ცოდნა
** კარგი ლიდერული თვისებები, ხალხის მართვის და სწორი დავალებების მიცემის უნარები
** დაგეგმვის კარგი უნარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ- ფოსტაზე: Info@nutsinc.ge და სათაურში "Subject" მიუთითოთ: მელიორაციის სამსახურის უფროსი.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|