Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=657739&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების გაყიდვები/ბროკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვები/ბროკერი
მომწოდებელი: MyHomeSale
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"MyHomeSale" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე.

თუ ხარ მოტივირებული და გსურს მაღალი შემოსავლის მიღება, ეს შანსი შენთვისაა!

ჩვენ გთავაზობთ ყველაზე მაღალ, 70%-იან ბონუსურ სისტემას,
სადაც საშუალო შემოსავალი 1500-დან 7900 ლარამდე მერყეობს.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი: იმუშავეთ კვირაში მხოლოდ 4 დღე, დილის 11:00-დან საღამოს 19:00-მდე. დაისვენეთ კვირაში 3 დღე.

პროფესიული განვითარება: ჩვენთან თქვენ მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რაც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული და კვალიფიციური ბროკერი.

კომფორტული სამუშაო გარემო: იმუშავეთ თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისში.

დამატებითი ბენეფიტები:

** კორპორატიული ნომერი
** ინტერნეტ პორტალებზე განცხადებების განთავსებისთვის საჭირო ბალანსი
** ფიტნეს დარბაზის აბონემენტი
** კორპორატიული დასვენება "საბადური ჰილსში"

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების მეპატრონეებთან აქტიური კომუნიკაცია.
** პორტალებზე და სოციალურ ქსელებში განცხადებების განთავსება და განახლება.
** მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და უძრავი ქონების დათვალიერება.
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: Info@myhomesale.ge

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი #66ა, ბიზნეს ცენტრი "მეგობრობა".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია