დასახელება:
ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის დამხმარე
|
მომწოდებელი:
დეკა დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
კომპანია "დეკა დეველოპმენტი" რომელიც დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად ეძებს გამოცდილ კადრს ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის დამხმარის პოზიციაზე.
დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მასშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არსებული ასევე დასრულებული პროექტების შესახებ
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება
** უკვე ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა, ადგილზე გავლილი დეტალების შესახებ მეილის გაგზავნა/სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი
** პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინების გათვლები გადახდის სასურველი პირობებით)
** შემოსული შეკითხვების აღრიცხვა და პასუხის გაცემა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
** კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება
** გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის მიწოდება
** გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად
გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა
** დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარები
** სტრესის მართვის უნარი
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|