Робота для біженців з України
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი - თიანეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თიანეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით - კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე (3 000 ლარიდან)

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** აუცილებელია ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კონსტრუქციული პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
** სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ბიუჯეტისა და ვადების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
** მოთხოვნილი სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორე, კერძოდ, რამდენად შეესაბამება მოთხოვნილი მასალების მოცულობა და სპეციფიკაცია ობიექტებზე საჭირო მასალების რაოდენობასა და სპეციფიკაციას;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების სიღრმისეული მონიტორინგი;
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ტაბელი და სხვ.);
** ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა;
** ხარჯების ოპტიმიზაცია;

აუცილებელი უნარები:

** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა და ენთუზიაზმი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე grouphit2025@gmail.com და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი".

გისურვებთ წარმატებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: grouphit2025@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე