დასახელება:
სუ შეფი
|
მომწოდებელი:
რესტორანი მაისი
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან აქცენტირებულია ხარისხზე და ნატურალურობაზე, "მაისიც" ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია - "რესტორანი მაისი" მდებარეობს ყაზბეგში, kazbegi cabins-ის ტერიტორიაზე, სასტუმრო 30 ადამიანზე გათვლილი ობიექტია. "მაისის" მთავარი ხიბლი ღია სამზარეულოა, რომელიც განსაკუთრებულ სიახლოვეს ქმნის მზარეულებსა და სტუმრებს შორის, ამიტომ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. მენიუ შედგება ქართული მოდერნიზებული კერძებისგან, ადგილობრივი კერძებისგან, ასევე საუზმის მენიუსგან. ობიექტი საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს უცხოელ დამსვენებლებში და არა მარტო.
"რესტორანი მაისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სუ შეფი
მოთხოვნები:
** განათლება ამ სფეროში და ინგლისურის გარკვეულ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მინ. 3-წლიანი გამოცდილება
სუ შეფის მოვალეობებია:
** სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობა
** ბაზრის შეკვეთა
** გემოს და ხარისხის კონტროლი
** ჰიგიენის და ვადების დაცვა და კონტროლი
** შეფის გაცემული დავალებების შესრულება
** გუნდის სწორი მართვა (4-5 მზარეული)
** კერძების შექმნაში ჩართულობა
პირობები:
** გრაფიკი-მცოცავი, 9-საათიანი (მათ შორის დასვენება 1 საათი) 5/2 ან 6/1 (შეთანხმებისამებრ)
** საცხობრებელი და კვება ადგილზე კომპანიის უზრუნველყოფით
თუ სიახლეები და გამოწვევები არ გაშინებს და გინდა კვალიფიკაციის და ცოდნის ამაღლება ამ სფეროში, მაშინ უნდა სცადო და გამოაგზავნო შენი რეზიუმე: info@mountaway.com/598339313
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|