დასახელება:
უმცროსი მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
თაბორი რიზორთსი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გოლფის მოედნების ტექნიკური აღჭურვილობის ინსპექტირება, დიაგნოსტიკა და რემონტი;
** გოლფის მოედნის თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი ტექნიკური აღჭურვილობის შენახვის, სათანადო წმენდასა და უსაფრთხოდ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში;
** ტექნიკური აღჭურვილობის სწორი ექსპლუატაცია და შეკეთება;
** ტექნიკური აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვის, საექსპლუატაციო ხარჯებსა და სარემონტო სამუშაოებზე ჩანაწერების წარმოება საჭიროების შემთხვევაში;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიცემული დავალებების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და კომპეტენციის ფარგლებში;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
** პროფესიული ტექნიკური განათლება
** მსუბუქი და მძიმე ტექნიკის და საავტომობილო მოწყობილობების ტექნიკურ დონეზე ცოდნა
** მექანიკური პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი
** შიდა წვის ძრავებისა და სათიბი მოწყობილობების თეორიული და ექსპლუატაციის დონეზე ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2025 წლის 12 სექტემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|