Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=657564&print=yes&view=jobs
 
ვიზუალ მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიზუალ მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"Garderobe Group" (შპს "ვიქტორია 98") საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo .

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა: " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიზუალ მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ვიზუალური იერსახის შენარჩუნება და გუნდის მიერ სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
** პროდუქტის სიღრმისეული ცოდნა და მოდის ტენდენციების გათვალისწინება
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დანერგვა და მათი მაღაზიის საჭიროებებზე მორგება.
** კომერციული ვიტრინების შექმნა და პრეზენტაციების კორექტირება მარაგების შესაბამისად.
** პროდუქტის მანიშნებლების მართვა და ვიზუალური ელემენტების კონტროლი.
** პროდუქტის განთავსების ოპტიმიზება, გაყიდვების მომგებიანობის გასაზრდელად.
** მარაგების სწორი და უწყვეტი შევსების პროცესის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოდის ტენდენციების ცნობა;
** ანალიტიკური უნარები;
** კომუნიკაციისა და ვიზუალური პრეზენტაციის უნარები;
** სასურველია სამხატვრო, დიზაინერის ან დეკორატორის მიმართულებით განათლება/გამოცდილება;
** მოდის ტენდენციების ცოდნა;
** პრიორიტეტი მიენიჭება მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სტილისა და ფერის შეგრძნება;
** კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვიზუალ მერჩენდაიზერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია