Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მაქსთერმი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
შპს "მაქსთერმ სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი, ბელიაშვილის ქ.149
გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე,
დასვენების დღე ორშაბათი, კვირა მოკლე სამუშაო დღე.
ანაზღაურება 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
** შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით);
** გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
** მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება;
** შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება;
** ექსელში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე