დასახელება:
აკადემიური თანადებობა
|
მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 აგვისტო
|
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პროფესიული ნიშნით შემდეგი მიმართულებით: მენეჯმენტის მიმართულება (პროფესიული ნიშნით) (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი): ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია.
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ჰქონდეს არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
** შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
** კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 12 აგვისტოდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 26 სექტემბრისა;
** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 2 ოქტომბრისა;
** კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის 3 ოქტომბრისა;
** კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 6 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171
ღია კონკურსი ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - ევროპის უნივერსიტეტი
https://eu.edu.ge/kariera
|
|
|
|