დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
გრიმ კაპიტალ ინვესტი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
მოგესალმებით!
ჩვენი კომპანია ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან უმცროს ბუღალტერს. ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც ექნება საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება და სურვილი პროფესიულად განვითარდეს.
მოთხოვნები:
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (სასურველია 1C ან მსგავსი).
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა (Excel, Word და სხვ.).
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** მოტივაცია და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
მოვალეობები:
** გადახდების შედარება. რს-პროგრამა, (მოკითხვა გასწორება დაარქივება).
** სალაროზე შემოსული თანხების გატარება პროგრამაში.
** გადმორიცხვების გატარება პროგრამაში (პერიოდულად).
** ურთიერთჩათვლების გაკეთება პროგრამაში (პერიოდულად).
** მინუსში გასული ობიექტების გასწორება (აიპაკის, ბრენდის და მისამართის ჭრილში).
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1000 ლარიდან — გამოცდილების შესაბამისად.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და ზრდის პერსპექტივა.
მდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gci.ge
|
|
|
|