დასახელება:
კორპორატიული თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული თანაშემწის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ #10
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერა ადმინისტრაციული და ტექნიკური მიმართულებით;
** კალენდრის მართვა, შეხვედრების ორგანიზება, სამუშაო სივრცეების დაჯავშნა, შეხვედრაზე დამსწრე პირების ინფორმირება;
** შემოსული ზარებისა და კორესპონდენციის მართვა, პრიორიტეტების მიხედვით ორგანიზება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
** პასუხისმგებლობა კორპორატიული დოკუმენტების მართვაზე; სხვადასხვა ტიპის, მათ შორის კონფიდენციალური კორესპონდენციის/მასალების მომზადება და ადმინისტრირება;
** ბიზნეს შეხვედრებზე დასწრება, ჩანაწერების გაკეთება და დავალებების პასუხისმგებელ პირებზე გადანაწილება;
** მივლინებების დაგეგვა და მხარდაჭერა; გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება: სავიზო პროცედურების უზრუნველყოფა, ფრენებისა და საცხოვრებლის დაჯავშნა;
** ზეპირი და წერილობითი ინფორმაციის თარგმნა;
** მენეჯმენტის სახელით კომუნიკაცია თანამშრომლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან;
** ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** სასურველი მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა;
** Ms office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|