დასახელება:
მთავარი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საავტომობილო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
საავტომობილო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ყოველდღიური ოპერაციების მართვა, რაც გულისხმობს:
კომპანიის ყველა სეგმენტის მუშაობის კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას და რეაგირებას.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** გუნდის მართვა, მოტივაცია და შიდა კომუნიკაციების ორგანიზება
** პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვა
** მომხმარებლების შეფასებების განხილვა მომსახურების გაუმჯობესების გზების შესამუშავებლად და განსახორციელებლად
მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება კომპანიის მენეჯერის პოზიციაზე
** გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სასურველია Excel-ის და საბაზისო ადმინისტრაციული პროგრამების ცოდნა
სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ლოკაცია: თბილისი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: xg.salesmanager@matemotors.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - მენეჯერი.
|
|
|
|