Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების დახვედრა და რეგისტრაცია კლინიკის სტანდარტების შესაბამისად;
** სერვისებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სამედიცინო ბარათების გახსნა, მონაცემების სწორად და სრულად შევსება;
** პაციენტთა მონაცემების დამუშავება და განახლება;
** შიდა პროტოკოლებისა და პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
** რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
** რუსული ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი — თავაზიანი, მშვიდი და გასაგები ურთიერთობა პაციენტებთან;
** ემპათიის უნარი — გულწრფელი მზრუნველობისა და მხარდაჭერის გამოხატვა პაციენტის მიმართ;
** დეტალებზე ორიენტირებულობა — სიზუსტის მაქსიმალური დაცვა დოკუმენტაციაში;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა კლინიკური პროცესებისა და პაციენტის მონაცემების მართვისას;
** სტრესულ სიტუაციებში თვითკონტროლისა და მოწესრიგებული ქცევის უნარი;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: info@ico.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 91 92 49

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დასვენებას ყველა კალენდარულად დადგენილ ოფიციალურ დღესასწაულზე (წითელი რიცხვები);
** სტაბილურ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად განვითარების შესაძლებლობას.

მდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას N1, ჰოსპიტალი დიღომი, III სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:00
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე