Робота для біженців з України
ტენდერი ოფისის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ოფისის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #EF-GE/774
ბ) დანიშნულება: ტენდერი ოფისის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გამწვანებაზე ნატახტარში

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** I. ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** II. არსებული ეზოს ფოტოებს;
** III. ეზოს კვადრატულობა 1.154, 00 კვ.მ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ მეილზე:

I. შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
II. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

I. ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
II. ანგარიშსწორების პირობა: 60 დღის შემდეგ.
III. მოცემული ფასი სრულად უნდა მოიცავდეს: მიწის სამუშაოებს (არსებული რელიეფის მოსასწორებლად I კატეგორიის გრუნტის დამუშავება), ტრანშეას მოწყობა სარწყავი სისტემისთვის, სარწყავი სისტემა, გამწვანება (ბუნებრივი ბალახის - გაზონის დაგება, დაგებული ბალახის მოვლა 1 თვე (კვალიფიციური დენდროლოგის ვიზიტით)
IV. სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორიის დასუფთავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება გატანა.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

nata.kapanadze@ge.anadoluefes.com

procurement@ge.anadoluefes.com

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება: 06.08.2025 14:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 20.08.2025 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

იხილეთ სრული ტექსტი და სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://tenders.ge/ka/tenders/27519/natakhtari.html
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე