Робота для біженців з України
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

გრაფიკი: სრული (მცოცავი) და ნახევარი განაკვეთი
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ანაზღაურების სისტემა: სისტემა იცვლება კომპანიაში სამუშაო გამოცდილების შესაბამისად და ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებას და წლიურ ბონუსს.

ფიქსირებული დარიცხული (Gross) ანაზღაურება (სრული გრაფიკი):

** 1250 ლარი (0-დან 6 თვემდე გამოცდილება)
** 1500 ლარი (6-დან 12 თვემდე გამოცდილება)
** 1750 ლარი (12-დან 24 თვემდე გამოცდილება)
** 2000 ლარი (24 თვე და მეტი გამოცდილება)

ფიქსირებული დარიცხული (Gross) ანაზღაურება (ნახევარი განაკვეთი):

** 750 ლარი (0-დან 3 თვემდე გამოცდილება)
** 1000 ლარი (3 თვე და მეტი გამოცდილება)

პასუხისმგებლობები:

** კლიენტისთვის სამედიცინო მომსახურებების ორგანიზება და პროცესის სრულად მხარდაჭერა;
** სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გარე სატელეფონო ზარების მიღება;
** კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ზარის შინაარსიდან გამომდინარე;
** კლიენტისთვის ვიზიტის დაგეგმვა პერსონალურ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან და შესაბამისი მიმართვის გაცემა დაზღვევის კონტრაქტის პირობების დაცვით;
** გადაუდებელ შემთხვევებში კლიენტის გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროებისამებრ და პროცესის მართვა შემთხვევის დასრულებამდე;
** კლიენტებთან გარე გამავალი ზარების განხორციელება;
** კლიენტთა მომსახურება კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. FB ჩათი) მეშვეობით;
** კომპანიის სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები);
** ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის უნარი);
** სამედიცინო ან/და სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე