Робота для біженців з України
საკონდიტროს დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონდიტროს დემი შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშაში, საკონდიტროს დემი შეფი მონაწილეობას იღებს სასტუმროს სტანდარტების დაცვით დესერტების გაწერილი რეცეპტების შესაბამისად მომზადების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო პროდუქტების, დესერტების მომზადება მაღალი ხარისხით, რეცეპტების შესაბამისად;
** საკონდიტრო სოუსებისა და მოსართავი ელემენტების მომზადება;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით მომზადება ;
** დესერტების შენახვის წესების დაცვა;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კულინარიული სკოლის ან შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხარისხი/დიპლომი ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საკვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე