Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=657387&print=yes&view=jobs
 
მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
ამბულატორიული ქსელი "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

შპს "მედისონ ჰოლდინგი" 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.

სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, (მუხიანი, ვარკეთილი,);
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების დახვედრა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება (რეგისტრატურა, ექიმი, კვლევა და ა.შ.)
** რიგების და პაციენტების ნაკადის ეფექტური მართვა;
** დახმარება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტების.
** ინფორმაციის გადაცემა შესაბამის პერსონალზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სასიამოვნო და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენის მხრივ გთავაზობთ:

** თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მისი ოჯახის წევრების 50%-იანი თანადაფინანსება ყველა ამბულატორიულ სერვისზე.
** კორპორაციულ დაზღვევას.
** მზარდ და სტაბილურ ანაზღაურებას.
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია