დასახელება:
ოჯახის ექიმის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
მედისონ ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
ამბულატორიული ქსელი "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
შპს "მედისონ ჰოლდინგი" 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, (საბურთალო, ვარკეთილი,);
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ექიმის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
** კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
** პაციენტის კოორდინირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მედიცინის ან საექთნო მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენის მხრივ გთავაზობთ:
** თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მისი ოჯახის წევრების 50%-იანი თანადაფინანსება ყველა ამბულატორიულ სერვისზე.
** კორპორაციულ დაზღვევას.
** მზარდ და სტაბილურ ანაზღაურებას.
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|