Робота для біженців з України
უფროსი Back-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი Back-End დეველოპერი
მომწოდებელი: საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო საჯარო სექტორის წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცავ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების სისტემებისა და პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, დანერგვასა და მართვაზე.

როგორც საჯარო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა, ჩვენი მიზანია, სამთავრობო უწყებები უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, თანამედროვე სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო გადაწყვეტილებების მიღებას.

ჩვენს გუნდში თანამშრომლობისთვის ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ Back-End დეველოპერს.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი და არსებული სისტემების ტექნიკური დიზაინის შექმნა, ფუნქციონალური და ტექნიკური ანალიზი;
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით Back-End სერვისების შექმნა, განვითარება და მხარდაჭერა, როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად;
** აქტიური მონაწილეობა პროგრამული მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას და კოდის განხილვის პროცესში;
** საკითხების დროულად შესრულება, თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდებთან (Frontend, QA, DevOps);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** .NET პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება (C#, ASP.NET MVC, ASP.NET WebApi, Microservices, Entity Framework, Swagger, Automapper, FluentValidator);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL და NoSQL);
** C# ენის ცოდნა;
** MQ Messaging სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** Elastic და Redis სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** Git-თან მუშაობის გამოცდილება;
** Back-End სერვისებთან 5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
** საბაზო პროგრამული ალგორითმების ცოდნა, სერტიფიკატები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ssg.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე