დასახელება:
სატელეფონო მომსახურების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
მედისონ ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
ამბულატორიული ქსელი "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს "მედისონ ჰოლდინგი" 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, მუხიანი
სამუშაო გრაფიკი - სრული,
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიაში მიმდინარე სერვისებზე, ექიმებთან ვიზიტებზე და ა.შ.
** სატელეფონო ზარებით, მიღებული/გაცემული ინფორმაციის დეტალური ასახვა.საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენის მხრივ გთავაზობთ:
** თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მისი ოჯახის წევრების 50%-იანი თანადაფინანსება ყველა ამბულატორიულ სერვისზე.
** კორპორაციულ დაზღვევას.
** მზარდ და სტაბილურ ანაზღაურებას.
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@medison.com.ge "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|