Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: შვიდი ვაინი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
შპს "შვიდი ვაინი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქალაქ თელავში.

სამუშაო ადგილი: თელავი, აღმაშენებლის 29 ა;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.shvidiwine.com/

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის დასაწყობების პროცესში მონაწილეობა (დატვირთვა-გადმოტვირთვა);
** ფილიალში მიღებული ტვირთის მიღება/დალაგება;
** კონტროლი საწყობში განლაგებული პროდუქციის სისწორეზე;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** შემოსული შეკვეთების შეგროვება და წასაღებად გამზადება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** სისწრაფე და მოწესრიგებული მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სიახლის ათვისების მზაობა/უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khachidze@shvidiwine.com 2025 წლის 10 სექტემბრამდე;

სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე