Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდამჭერისა და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდამჭერისა და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPaw
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"SmartPaw" შეიქმნა იმისთვის, რომ შინაურ და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების საშუალებით გაამარტივოს.

"SmartPaw" აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ცხოველების ყოველდღიური ცხოვრება შესაძლოა გავხადოთ უფრო სასიამოვნო და სახალისო ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით.
ჩვენი ტექნოლოგიები და მომსახურებები მოიცავს:

** კვების ავტომატურ სისტემებს
** დაბანა-გრუმინგის მომსახურებას
** სხვა სპეციალიზებულ მიმართულებებს

ამჟამად, "SmartPaw" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდამჭერისა და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 5 დღე (2 დღე ოფისიდან, 3 დღე დისტანციურად)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 118.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: 750 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.

ძირითადი ვალდებულებები:

** ახალ კლიენტების ონბორდინგი
** არსებულ კლიენტებთან რეგულარი კომუნიკაცია
** კლიენტთა მოთხოვნებისა და საჭიროებები იდენტიფიცირება
** კლიენტთა უკუკავშირის მიღება და დამუშავება
** საიტზე კონტენტის შეტანა მითითებული სტანდარტების მიხედვით
** საიტზე პროდუქტებისა და სერვისების განახლება

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: cleanpawdepot@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე