დასახელება:
სალომბარდე სესხის ექსპერტი
|
მომწოდებელი:
სვიფტ კრედიტი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.
მდებარეობა: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის და მესხიშვილის კვეთა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ტექნიკის შეფასება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება.
საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით.
სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1300 ლარი + ბონუსი (300-600).
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV-ი ფოტო-სურათით შემდეგ მისამართზე: swiftcredit.hr@gmail.com
|
|
|
|