დასახელება:
უფროსი მედდა
|
მომწოდებელი:
მედკაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მედდას პოზიციაზე.
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო (მეტროს მიმდებარედ).
კომპანიის შესახებ:
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უფროს მედდად მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
** სპეციალობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
** სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
** საექთნო საქმის ხარისხიანი მართვა;
** სამედიცინოო სახარჯი მასალისა და მედიკამენტების მარაგისა და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად, მათი აღწერა და ჩამოწერა როგორც შიდა (webmed), ასევე;
** სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის სტანდარტის უზრუნველყოფა და სანიტრების მუშაობის მონიტორინგი;
** ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პროცესის კოორდინირება;
** სამედიცინო დაწესებულების შიდა ინფექციების პრევენცია და კონტროლი;
** სასტერილიზაციო კაბინეტის გამართულად მუშობის უზრუნველყოფა, ზედამხედველობა და კონტროლი;
** ექთნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და სიზუსტის კონტროლი;
** კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების შესრულება;
** ნარკოტიკული საშუალების რეცეპტის ფორმა #1-ის მიღება/გაცემის და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ნარკოტიკული საშუალების რეცეპტის ფორმა#1-ის მიხედვით გაცემულ მედიკამენტის შედარება და ანგარიშგება როგორც ხელმძღვანელთან, ასევე, პარტნიორ მედიკამენტის გამცემ ორგანოსთან;
** საავადმყოფო ფურცლების და სარეცეპტო ფორმების მიღება/აღრიცხვა შენახვა და გადაცემა, ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
სხვა უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge, 2025 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|