Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=657077&print=yes&view=jobs
 
მევენახე - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მევენახე
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მევენახის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: (აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონები)
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 6 თვე - 1700 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ - 2000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ნიადაგის დამუშავებასა და განაყოფიერების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** სავენახე ტერიტორიის და ნიადაგის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ვაზის ზრდის სამუშაოების დაგეგმვა, განხორციელება, დამხმარე მოწყობილობების გათვალისწინებით;
** ვენახის გასხვლა-შეყელვის და ვაზის ფორმირების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** ვაზის ეფექტური დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** რთველის პროცესის ორგანიზება/წარმართვა.
** ვენახის გასაშენებლად ნაკვეთის გაწმენდის და ნიადაგის მოსწორების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** პროფესიული განათლება აგრარული მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი,
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მევენახე".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია