დასახელება:
IT პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
სსიპ "საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური" ეძებს გამოცდილ IT პროექტების მენეჯერს, რომელიც ჩაიბარებს და გაუძღვება ციფრული პროექტების დაგეგმვას, კოორდინაციასა და განხორციელებას. მენეჯერი იმუშავებს ტექნიკურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ფუნქციები:
** IT პროექტების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, დაწყება, შესრულება, მონიტორინგი და ჩაბარება
** პროექტის მოთხოვნების შეგროვება და ტექნიკურ გუნდთან შეთანხმება
** პროექტის ვადების და რესურსების განსაზღვრა
** sprint-ების დაგეგმვა (Agile/ Scrum მეთოდოლოგიით)
** რისკების შეფასება და მართვა
** პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან
** გუნდური სამუშაოს კოორდინაცია და დროული შედეგების მიღწევა
განათლება - ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
თანამდებობრივი სარგო - 3825 ლარიდან 6375 ლარამდე (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგი ცოდნა:
** Microsoft Office Project
** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel
** Microsoft PowerPoint
** Microsoft Office Outlook
დამატებითი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** IT პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სერტიფიკატი ერთ-ერთ საერთაშორისო სტანდარტში: PMP® (Project Management Professional) ან Scrum Master / Agile Certified
** ტექნიკურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება (დეველოპერები, დიზაინერები, ტესტერები)
** სამუშაო გამოცდილება Agile / Scrum ან Waterfall მეთოდოლოგიით
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი)
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
დამატებითი ინფორმაცია
გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;
აუცილებელია, კანდიდატმა ატვირთოს:
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა
** სერტიფიკატი საერთაშორისო სტანდარტში
** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;
** კანდიდატთან დაკავშირება განხორციელდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
** კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, კანდიდატი ინფორმირებულია, რომ მის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სავალდებულო დოკუმენტაციაში მითითებული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ დამუშავდება საკონკურსო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. მისთვის ასევე ცნობილია, რომ კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნაც, კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნებისთვის.
ასევე, კანდიდატი თანხმობას გამოთქვამს, კონკურსის მიზნებისთვის, ორგანიზაციის მიერ მის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიება/გადამოწმებაზე.
კონკურსის ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ ატვირთოთ სააპლიკაციო ფორმა 2025 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93488?active=1
|
|
|
|