დასახელება:
პორტის ოპერაციების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის ინდორამა კორპორაციის წევრი და წარმოადგენს ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოს, სადაც დასაქმებული 2000 მეტი თანამშრომელი.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ფოთის პორტში, პორტის ოპერაციების კოორდინატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ფოთი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00;
პორტის ოპერაციების კოორდინატორი პასუხისმგებელია პორტში ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობასა და მართვაზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის შეუფერხებელ, უსაფრთხო და ეფექტიან მიმდინარეობას.
ძირითადი მოვალეობები:
** გემების შემოსვლისა და გასვლის განრიგის მონიტორინგი
** ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესზე ზედამხედველობა, დანაკარგების (დეფიციტის) მინიმუმამდე დაყვანისა და უსაფრთხო/სტანდარტული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით.
** პორტში განხორციელებული ოპერაციების ზუსტი და განახლებული აღრიცხვის უზრუნველყოფა.
** რეგულარული ოპერაციული ანგარიშების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის, მათ შორის ძირითადი მაჩვენებლების, ინციდენტებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება პორტის ოპერაციებში, ტვირთების კოორდინაციასა ან გადაზიდვებში;
** პორტის ლოგისტიკის პროცესების, საბაჟო პროცედურებისა და გადაზიდვების დოკუმენტაციის ცოდნა;
** ადგილობრივი პორტის რეგულაციების ცოდნა და კოორდინაცია საბაჟო და პორტის შესაბამის სტრუქტურებთან;
უნარები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
natalia.gilauri@indorama.com
|
|
|
|