Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656931&print=yes&view=jobs
 
ინსტალატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: ნაზილბე+
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
შ.პ.ს "ნაზილბე ++" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ბათუმი

დეპარტამენტი: IT
სამუშაოს ძირითადი მიმართულება: IT და CCTV ინფრასტრუქტურის მონტაჟი და ტექნიკური უზრუნველყოფა

მთავარი ფუნქციები და მოვალეობები:

CCTV სისტემების მონტაჟი და დემონტაჟი

** ვიდეოსამეთვალყურეო კამერების, ჩამწერი მოწყობილობებისა და დამხმარე აღჭურვილობის მონტაჟი
** არსებული CCTV ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და რეორგანიზაცია
** კაბელების გაყვანა, დაჯეკვა და შესაბამისი მოწყობილობების კონფიგურაცია
** სამონტაჟო გეგმების შექმნა და გაწერილი სამუშაოების მიხედვით შესრულება
** დაზიანებული ან მოძველებული CCTV აღჭურვილობის ჩანაცვლება

ქსელური ინფრასტრუქტურის მონტაჟი და მხარდაჭერა

** ქსელის კაბელების გაყვანა, დაჯეკვა და ტესტირება
** ქსელური აღჭურვილობის (სვიჩები, როუტერები, პაჩ-პანელები) მონტაჟი და კონფიგურაცია
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი და შედუღება
** ქსელური კავშირების ტესტირება და პრობლემების იდენტიფიკაცია
** ახალ ფილიალებში ქსელური ინფრასტრუქტურის პროექტირება და განლაგება

IT ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეორგანიზაცია

** ახალი სამუშაო სივრცეების IT უზრუნველყოფა (კომპიუტერები, მონიტორები, პრინტერები და სხვა მოწყობილობები)
** არსებული IT ინფრასტრუქტურის რეორგანიზაცია და გაუმჯობესება
** ტექნიკური პრობლემების გამოვლენა და მათი დროული მოგვარება
** თანამშრომლებისთვის ძირითადი IT მხარდაჭერის გაწევა (პერიფერიული მოწყობილობების გამართვა)
** IT აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება

რეკების მონტაჟი და ტექნიკური სამუშაოები

** სატელეკომუნიკაციო და IT რეკების ინსტალაცია და მათი გამართვა
** Rackmount მოწყობილობების (სერვერები, სვიჩები, UPS-ები, NAS-ები და სხვა) რეკში მონტაჟი და კაბელების ორგანიზება
** რეკის შიდა მოწყობილობების გაგრილების, ჰაერის მიმოცვლისა და კვების სისტემის გამართვა
** საკაბელო არხების მონტაჟი და მოწესრიგება
** ძველი რეკების დემონტაჟი და მათი მოდერნიზაცია

ზოგადი ტექნიკური სამუშაოები და მხარდაჭერა

** IT და ელექტრონული მოწყობილობების ინსტალაცია, დემონტაჟი და სერვისი
** ტექნიკური ინვენტარის მართვა და სათანადო აღრიცხვა
** საჭირო ინსტრუმენტების და მასალების მომზადება და გამოყენება
** საგანგებო ტექნიკური სიტუაციების დროული რეაგირება და პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრა
** ელექტრო და ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ტექნიკური განათლება ან შესაბამისი სამუშაო გამოცდილება
** ქსელური და ელექტრონული ინფრასტრუქტურის მონტაჟის ცოდნა
** CCTV და IT აღჭურვილობის მუშაობის პრინციპების ცოდნა
** Rackmount მოწყობილობების მონტაჟისა და კაბელების ორგანიზების უნარი
** ინსტალაციისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და მოწყობილობების გამოყენების უნარი
** ინტერნეტის კაბელებთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** უსაფრთხოების ნორმებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვა
** დროში მართვის და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://crm.nazilbe.ge/vacancy/ ან დაგვიკავშირდით: +995 577 24 24 74, hr@nazilbe.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია