დასახელება:
უფროსი IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Dyson24
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
კომპანია "Dyson24" აცხადებს ვაკანსიას უფროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში
შრომითი ურთიერთობების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარამდე (კვალიფიკაციის და ცოდნის შესაბამისად).
ძირითადი საქმიანობა:
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა.
** აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია.
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) ინსტალაცია/გამართვა.
** ვირტუალიზაციის VMware ESXi, Backup server-ების, Domain Controller-ის და Fileserver-ის ადმინისტრირება და მხარდაჭერა.
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება. კომპეტენციის და პოზიციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნა (Microsoft Windows).
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
** აუცილებელია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** ნებისმიერი სერტიფიკატი IT მიმართულებით (მაგ., CompTIA, Microsoft Certified IT Professional) ჩაითვლება უპირატესობად.
** პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@dyson24.com და იმეილის სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "უფროსი IT სპეციალისტი".
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია Dyson24-ს აძლევთ უფლებას, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|