დასახელება:
მარკეტინგული კომუნიკაციების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
მოდერნ მედიქალ სოლუშენი
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
"Modern Medical Solution" წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას.
ვფიქრობთ, რომ ბიზნესის ზრდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი, არამედ ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს — მარკეტინგული კომუნიკაციების კოორდინატორს, რომელსაც ექნება აქტიური როლი კომპანიის მარკეტინგული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
Modern Medical Solution — უნივერსიტეტის ქ. #38ბ, თბილისი
თვიური ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ინიცირება და განხორციელება
** პროდუქტის ცნობადობის ამაღლებისთვის სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და წარმოება
** კომპანიის სოციალური მედია არხების სტრატეგიული მართვა (Facebook, Instagram და სხვ.)
** ვიდეოკონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი — როგორც სარეკლამო, ისე დოკუმენტური დანიშნულებით
** ბრენდის კომუნიკაციის სტილის განვითარება და მონიტორინგი
** თანამშრომლობა გაყიდვების გუნდთან, პროდუქტის პოზიციონირებისა და მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრის მიმართულებით
სავალდებულო მოთხოვნები:
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი• მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში, მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის ტექნიკური ცოდნა (სასურველია Adobe Premiere Pro, Final Cut Pro, CapCut, ან მსგავსი პროგრამები)
** დამოუკიდებლად მუშაობის, იდეის დაგეგმვისა და შესრულების უნარი
** გამართული წერითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე
რას გთავაზობთ ჩვენ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში
** მეგობრული სამუშაო გარემო და გუნდი
** კონკურენტული ანაზღაურება: თვეში 2000 ლარი (ხელზე)
** კომფორტული სამუშაო სივრცე თბილისში
კანდიდატებმა რეზიუმე, პორტფოლიო (შესაბამისი ლინკები სოციალურ გვერდებზე ან კონტენტზე), ასევე წინა დამქირავებლების სარეკომენდაციო წერილები, გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: sales@modernmedical.ge
|
|
|
|