დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ბიდი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
შპს "ბიდი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8:30-18:00 სთ.
ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ყოველთვიური ფინანსური უწყისების (BS; P&L; CF) შედგენა და ანალიზი;
** კომპანიის გაყიდვების, ხარჯების ოპტიმიზაციის და მომგებიანობის ანალიზი;
** საინვესტიციო პროექტების ანალიზი;
** ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა და შემდგომი მონიტორინგი, გადახრების ანალიზი;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი ლიკვიდურობის ანალიზი და კონტროლი;
** ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი/მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარები:
** ანალიტიკური უნარები;
** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე akakisharikadze@gmail.com 31 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი ჰოლდინგის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@bdcompany.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|