Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656765&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: აპექს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

აპექს დეველოპმენტში მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

შრომის უსაფრთხოების ოფიცერი:

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
** პერსონალისთვის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ინსტრუქტაჟების, ტრენინგების და სწავლებების ჩატარება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** შრომის უსაფრთხოების კუთხით ინსპექტირების განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/დიპლომის ფლობა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები, MS Office-ის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. (ორშაბათი-შაბათი / 9:00-18:00 საათი);
** თბილისის მასშტაბით სამშენებლო ობიექტებს შორის გადაადგილება საკუთარი ავტომობილით;
** ანაზღაურება 2500-3000ლ ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: contact@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შრომის უსაფრთხოების ოფიცერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია