დასახელება:
უმცროსი B2B პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თბილისის კომუნიკაციის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
"თბილისის კომუნიკაციის სკოლაში" ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც პროექტების მენეჯერთან ერთად იქნება ჩართული B2B და B2G მიმართულებით მიმდინარე და მომავალი პროექტების დაგეგმვასა და მართვაში.
"commschool" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და სტუდენტებს სთავაზობს პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და დიზაინის მიმართულებით. "commschool" აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან და ახორციელებს კორპორატიულ საგანმანათლებლო პროექტებს.
განაკვეთი: სრული | 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, D Block Workspace @ Stamba
ანაზღაურება: ფიქსირებული
პასუხისმგებლობები:
** B2B და B2G პროექტების კოორდინირება;
** პროექტების დოკუმენტაციის, ბიუჯეტისა და პარტნიორული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
** პროექტების მენეჯმენტში ჩართულობა: დაგეგმვა, აღსრულება და რეპორტინგი;
** რეგიონულ პროექტებში მენეჯერთან ერთად მონაწილეობა და სამუშაო მივლინებები (დაგეგმილი პერიოდულობით);
** არსებული და პოტენციური კორპორატიული პარტნიორების ბაზის დამუშავება და განახლება;
** ტექნიკური მხარდაჭერა მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის პროცესში კორპორატიულ და საჯარო სტრუქტურებთან;
მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ერთ-ერთ შემდეგ მიმართულებაში: პროექტების მართვა/კოორდინირება, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა ან სხვა მომიჯნავე სფერო;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად, ეფექტურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: mariamkariauli@commschool.ge და დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი B2B პროექტების მენეჯერი".
გაიგე მეტი ჩვენს შესახებ: https://www.commschool.ge
|
|
|
|