Робота для біженців з України
კიბერ უსაფრთხოების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერ უსაფრთხოების ინჟინერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას კიბერ უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** კიბერუსაფრთხოების ტექნიკური კონტროლების დანერგვა და მონიტორინგი (SIEM, PAM, EDR და სხვ.);
** კომპანიის ინფრასტრუქტურაში აღმოჩენილი მოწყვლადობების მართვა;
** შესაბამისობის უზრუნველყოფა უსაფრთხოების სტანდარტებთან (PCI DSS, ISO 27001);
** უსაფრთხოების აუდიტებისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული უსაფრთხოების, კომპიუტერული მეცნიერებების ან სხვა დაკავშირებული სფეროს მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კიბერუსაფრთხოების ან სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
** სიღრმისეული ცოდნა შემდეგ საკითხებში: ქსელური პროტოკოლები, firewall-ები, SIEM, PAM, EDR., Linux/Windows სისტემების დაცვა, კრიპტოგრაფა და ავთენტიფიკაციის მექანიზმები.

უნარები:

** ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** ინიციატივა, პიროვნული თვითგანვითარება, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2025

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 777 222

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე