Робота для біженців з України
გაყიდვების დირექტორი, ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დირექტორი, ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ერთად შევცვალოთ სამყარო
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
ჩვენ, საქველმოქმედო ფონდს, "ერთად შევცვალოთ სამყაროს" გვაქვს ღია პოზიციები გუნდის ახალი წევრებისთვის: გაყიდვების დირექტორი (მოხალისე) და ადმინისტრატორი (მოხალისე)

ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.changetheworld.ge/about).

ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.

1. გაყიდვების დირექტორი (მოხალისე)

მოხალისეობრივი მუშაობა სრულად დისტანციურია და თავსებადია სწავლასთან ან ძირითად სამუშაოსთან - ჩართულობა საჭიროებს დღეში საშუალოდ 1 საათს, მოქნილი განრიგით.

ფუნქცია და მოვალეობები:

** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია
** დონორების მოზიდვის სტრატეგიების შექმნა
** მოლაპარაკებების წარმოება
** ინფლუენსერებთან კომუნიკაცია
** ინიციატივების წამოწყება (მაგ: საქველმოქმედო კამპანიები, პარტნიორული შეთავაზებები)

რას ველით შენგან:

** კომუნიკაციისა და გაყიდვების გამოცდილება
** შთაგონება და მოტივაცია
** პასუხისმგებლობა და ენთუზიაზმი
** სურვილი იმუშაო მოხალისეობრივად და სიკეთისთვის

2. ადმინისტრატორი (მოხალისე)

მოხალისეობრივი მუშაობა სრულად დისტანციურია და თავსებადია სწავლასთან ან ძირითად სამუშაოსთან - ჩართულობა საჭიროებს დღეში დაახლოებით 30 წუთს მოქნილი განრიგით.

ფუნქცია და მოვალეობები:

** შეხვედრების დაგეგმვა და კომუნიკაცია
** ფაილების, ბაზებისა და ყოველდღიურ პროცესების მოწესრიგება, მართვა
** კონტაქტი ორგანიზაციებთან და დონორებთან
** გაამარტივებ ჩვენი მუშაობის პროცესებს

რას ველით შენგან:

** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
** პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია
** დროის მართვის უნარი
** მოტივაცია სიკეთის გასავრცელებლად

ჩვენ გთავაზობთ:

მეგობრულ გარემოს, სადაც შენ შეძლებ ხელშესახები ცვლილებების შეტანას, ასევე საინტერესო შესაძლებლობებს, საკუთარი თავი დაინახო, შეიგრძნო განსხვავებულ როლში და ჩაერთო უანგაროდ სიკეთის კეთების სრულ პროცესში.

რას გაძლევს მოხალისეობა:

** პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე
** სოციალური გავლენა - დაეხმარები ბავშვებს
** ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია
** პროფესიული გამოცდილება

გთხოვ რეზიუმე გამოგვიგზავნო მითითებულ ელ-ფოსტაზე: info@changetheworld.ge სათაურში კი მიუთითო ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე